არშემდგარი დამხობის საქმე – სასამართლო პროცესი

15:26, 07.05.2026

ცოტა ხანში გაირკვევა, გამოაცხადებს თუ არა დღეს საბოლოო განაჩენს მოსამართლე ოთხი ოქტომბრის არშემდგარი დამხობის საქმეზე. მანამდე კი – ბრალდებულები სიტყვის უფლებით სარგებლობენ. უკვე ისაუბრა პაატა ბურჭულაძემ და აღნიშნა, რომ „არაფერი აქვს თავის სამართლებელი, რადგან სწორ გზაზე დგას და მის ადგილს ხედავს რუსთაველზე ან – ციხეში“. ასევე სიტყვის უფლებით ისარგებლა ირაკლი ნადირაძემ. შეგახსენებთ, რომ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს არშემდგარი დამხობის საქმეზე დაკავებული პირების – პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის სასამართლო სხდომა იმართება. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულ პირებს რამდენიმე მუხლით, მათ შორის – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ ედავება – რაც სასჯელის სახედ და ზომად, 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი