„არქიტექტურული პრემია 2026“
„არქიტექტურული პრემია – 2026“ – საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართა. ღონისძიებაზე 187 ნამუშევრიდან 12 საუკეთესო ავტორი და პროექტი გამოვლინდა. კონკურსში მონაწილეობდნენ არქიტექტორები, დიზაინერები და სტუდენტები, როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიება „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციისა“ და ჟურნალი „სტილის“ ორგანიზებით მეოცედ ჩატარდა.