არქიტექტურის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია

არქიტექტურის მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა ტექნიკურ უნივერსიტეტში – „არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“. კონფერენციაში ქართველ არქიტექტორებთან ერთად, ცნობილი ამერიკელი, იტალიელი და აზერბაიჯანელი სპეციალისტები მონაწილეობენ.