არქიტექტურის ფესტივალის ფარგლებში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

სასტუმრო ბილტმორში“, არქიტექტურის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, პრემია 2018-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ნამუშევრების ატვირთვა ორი თვე მიმდინარეობდა. სულ წარდგენილი იყო 153 ქართველი და უცხოელი არქიტექტორის 168 ნამუშევარი. პრიზები 10 ნომინაციაში გაიცა.

გამარჯვებულებს სხვადასხვა ჯილდოები გადაეცათ. ჟიურის წევრები საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციამ შეარჩია. ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო სტუდენტური პროექტები.