„არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ – ლადო-ალექსი მესხიშვილის გამოფენა

21:59, 19.09.2022

ლადო-ალექსი მესხიშვილის გამოფენა

„არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ – ცნობილი ქართველი არქიტექტორის შემოქმედება საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. დამთვალიერებელი ნახავს თბილისის და სხვა ქალაქების ყველა იმ ისტორიული და პოპულარული ნაგებობის მაკეტს, რომლებიც ლადო-ალექსი მესხიშვილს ეკუთვნის. გამოფენენ გამორჩეული არქიტექტურული ფორმების ავტორის უნიკალურ ხელნაწერებს და ჩანახატებსაც.

გამოფენა არქიტექტორის აქამდე უცნობ ნამუშევრებსაც აერთიანებს. მათ შორის ლადო-ალექსი მესხიშვილის ფერწერულ ნამუშევრებს და განუხორციელებელ პროექტებსაც. ექსპოზიცია „თიბისის“ საგამოფენო სივრცეში ხვალ გაიხსნება და 31 დეკემბრამდე იქნება წარმოდგენილი.

მსგავსი