არქეოლოგიური სამუშაოები ხვამლის მთის კომპლექსში

ხვამლის მთის კომპლექსში გრძელდება არქეოლოგიური გათხრები. პროცესში შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებიც მონაწილეობენ. ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელები იმყოფებოდნენ.