დმანისის არქეოლოგიური მასალის შესწავლის შედეგად მიღებული უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგები წარადგინეს დმანისის მუზეუმ ნაკრძალში. ასევე წარმოდგენილი იყო ცნობილი პალეო-არტისტის, ელისაბედ დეინესის მიერ „დმანისელი თინეიჯერის“ აღდგენილი ფიგურა, მასვე ეკუთვნის ზეზვას და მზიას ქანდაკებები. გამოიფინა დმანისში აღმოჩენილი ცხოველების ძვლები და ქვის იარაღები, ცნობილი პალეო-არტისტის, მაურისიო ანტონის მიერ შესრულებული ჰომინინებისა და დმანისის გარემოს რეკონსტრუქციები.