არქეოლოგიური კვლევები სოფელ ილმაზლოში

12:33, 01.10.2026

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში არქეოლოგიური კვლევები გრძელდება. ილმაზლოს ნამოსახლარის კვლევა 2020 წლიდან დაიწყო და პერიოდულად გრძელდება. ამჟამად გათხრილია დაახლოებით 700 კვ. მ ფართობი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი კულტურული ფენები და სტრუქტურები ექვს სხვადასხვა ეპოქას განეკუთვნება. ყველაზე ადრეული აღმოჩენები ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებს მიეკუთვნება და წარმოდგენილია საკურთხევლითა და სამეურნეო ორმოთი.

მსგავსი