არქეოლოგიური გათხრები რუთავში

რუსთავში შუა საუკუნეების სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციის პირველი აღმოჩენები. ისტორიული ციხისა და სასახლის არქეოლოგიური ველიდან,  XI-XII საუკუნეებით დათარიღებული თიხის მოჭიქული ჭურჭელი ამოიტანეს. ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური ექსპედიცია რუსთავში ივლისის შუა რიცხვებში დაიწყო. კულტურის სამინისტროში, რუსთავის ისტორიული ციხისა და სასახლის კონსერვაცია-რესტავრაციის კონცეფციაზე უკვე მუშაობენ. ექსპედიციაში პროფესიონალი არქეოლოგების გარდა, სტუდენტები და მოხალისეებიც არიან ჩართულნი.