არქეოლოგიური ექსპედიცია რუსთავის ციხეზე 

21:54, 18.07.2025

შუა საუკუნეების სასახლის ნაკვალევი რუსთავში – მე-9 საუკუნეში აშენებულ ძეგლზე არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო.

ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური კვლევები წინა საუკუნის 50-იან წლებში ჩატარდა, შედეგად ძეგლის ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილია შესწავლილი. სასახლის დღემდე შემორჩენილ ნაწილებს ამჯერად რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიური ჯგუფი მოხალისეებთან და მოწვეულ სტუდენტებთან ერთად იკვლევს, კომპლექსური შესწავლის შემდეგ ძეგლის კონსერვაცია-რესტავრაცია იგეგმება.

ორსართულიანი ნაგებობა გამორჩეული არქიტექტურით, უამრავი სამშენებლო ფენით და უნიკალური არტეფაქტებით – რა ისტორიას ინახავს ისტორიული ციხე-ქალაქი – რუსუდან ლოლაძის და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟი რუსთავიდან.

მსგავსი