არქეოლოგიური აღმოჩენა თბილისში
X – XII საუკუნეების ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები რუსთაველის გამზირზე. საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მნიშვნელოვანი ექსპონატები შეემატება, რომლებიც დედაქალაქის ისტორიას ჰყვება. თიხის ჭურჭელი, მოჭიქული კერამიკა, შუა საუკუნეების კერამიკის სახელოსნო და ნაწარმის ფრაგმენტები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და ეროვნული მუზეუმის მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოაჩინეს. თიხის ფრაგმენტების პოვნის შემდეგ კი, აღნიშნულ არეალში არქეოლოგიური ექსპედიციის ჩატარება გადაწყდა.
რა მნიშვნელობა აქვს ახალ აღმოჩენას დედაქალაქის ისტორიისთვის – დესი ვარდოსანიძის რეპორტაჟი #მოამბე