არქეოლოგიური აღმოჩენა რუსთავის ციხეზე 

21:47, 26.10.2025

ახალი ქალაქი დიდი ისტორიით – ეს სლოგანი ალბათ ყველაზე უკეთ ასახავს იმ რეალობას, სადაც თანამედროვეობა და ისტორია ერთმანეთს ხვდება, შეხვედრის ადგილი კი რუსთავის ციხე-ქალაქია.

შთამბეჭდავი კომპლექსი ყოველი ახალი აღმოჩენისას საკუთარ უნიკალურობას ადასტურებს. ეროვნული მნიშვნელობის ამ საგანძურში ყოველი ახალი აღმოჩენა მეცნიერებისთვის ახალი გამოწვევა, ისტორიისთვის კი ახალი ფურცელია. აქ პირველი არქეოლოგიური გათხრები გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩატარდა და ამ დრომდე ძეგლის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო შესწავლილი.   არქიტექტურის ეს შედევრი არქეოლოგებისა და მეცნიერების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მიმდინარე წლის ივლისში მოექცა, როცა ციხესიმაგრის შუა საუკუნეების სასახლეში მასშტაბური ექსპედიცია დაიწყო. ჯერ მხოლოდ სამი თვეა გასული და აღმოჩენილი ექსპონატებით აქამდე უცნობი ბევრი ფრაგმენტი გაცოცხლდა, შეხვედრა წარსულთან – რუსუდან ლოლაძისა და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟი რუსთავიდან.

მსგავსი