არქეოლოგიური აღმოჩენა გურჯაანში
მეცნიერთა ვარაუდით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები, შესაძლოა, ნახევარი მილიონი წლით დათარიღდეს. არქეოლოგები ფიქრობენ, რომ ქვედა პალეოლითურ სახელოსნო-სადგომში არსებული კვალი ცეცხლის გამოყენების უძველესი ნიმუშია, რაც მეცნიერული თალსაზრისით მნიშვნელოვანია და ქვის ხანის ადამიანის ცხოვრებაზე არაერთ კითხვას გასცემს პასუხს. უძველესი დროის ღია ტიპის სადგომები და სახელოსნოები პირველია კავკასიის ტერიტორიაზე, სადაც პრიმიტიულ, შრომისა და საბრძოლო იარაღებს ამზადებდნენ.
საინტერესო აღმოჩენები ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟში #მოამბერეგიონები