არმაზ ახვლედიანის განცხადება

ახალი სახალხო მოძრაობის და საპროტესტო აქციების გეგმებზე საუბრობს არმაზ ახვლედიანი.

მისი თქმით, მოძრაობის მიზანი ხელისუფლების გამოფხიზლება იქნება, თუმცა თუ ეს ვერ მოხერხდა, მოძრაობა ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.

ახვლედიანი ამ ეტაპზე არ ასახელებს კონკრეტულ თარიღს, მაგრამ ამბობს, რომ მოძრაობა ბათუმიდან დაიწყება. ახალი მოძრაობის გეგმის მიხედვით, პროცესში ეტაპობრივად ყველა რეგიონი უნდა ჩაერთოს. ახალი სახალხო მოძრაობის შექმნის ინიციატივით არმაზ ახვლედიანმა მიმართვა 27 ივლისს გაავრცელა.