არის თუ არა ბათუმის მერია რუსეთში, პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული კულტურის დღეების ოფიციალური პარტნიორი

ბათუმის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით,  ბათუმის მერია რუსეთში პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული კულტურის დღეების ოფიციალური პარტნიორია – ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა მირდატ ქამადაძემ გააკეთა.

ქამადაძის განცხადებით, 11 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით, კარელიის რესპუბლიკაში ტარდება ღონისძიება სახელწოდებით – „რუსეთი და საქართველო ერთმანეთისკენ“, რომელშიც მონაწილეობას ქართული მუსიკალური ჯგუფებიც მიიღებენ.

მერაბ წულუკიძე დეტალებით – რას აცხადებენ ბათუმის მერიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე?