არიფ ჰუსეინოვის ნამუშევრების გამოფენა

12:36, 06.11.2025

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და აზერბაიჯანის ეროვნული ხალიჩების მუზეუმის თანამშრომლობით, აზერბაიჯანის სახალხო არტისტისა და გრაფიკოსის, არიფ ჰუსეინოვის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ასევე, ორ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ბოლნისის მუზეუმში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილია არიფ ჰუსეინოვის მიერ 2024-2025 წლებში, შერეული ტექნიკით, ტილოზე შესრულებული 12 გრაფიკული ნამუშევრის სერია და აზერბაიჯანის ეროვნული ხალიჩების მუზეუმის, ტრადიციული ტექნოლოგიების განყოფილებაში შესრულებული ხალიჩა, რომელიც არიფ ჰუსეინოვის სურათის – „ორი გულის ისტორიის ” მიხედვითაა შექმნილი. გამოფენა პროექტ „დროის კვანძების“ ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით იმართება და 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი