არგუმენტები ჯო უილსონის „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ 

21:35, 28.01.2026

კონგრესში დაბლოკვისა და ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ვერ მოხვედრის მიუხედავად, როგორ ჩანს „მეგობარი აქტი“ ავტორებისა და მხარდამჭერებისთვის აქტუალობას მაინც არ კარგავს. ეს გამოცემა the hill-ის სტატიიდან ირკვევა, რომელშიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკით გამორჩეული ჯო უილსონი „მეგობარი აქტის“ მიღებას სამხრეთ კავკასიაში ტრამპის ძალისხმევის გაძლიერებისთვის აუცილებლად მიიჩნევს. საყურადღებოა the hill-ის სტატიის ის ნაწილი, სადაც მეგობარი აქტის ჩავარდნის მიზეზებზეა საუბარი. გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ ტეხასური ნავთობკომპანიის ხელმძღვანელი ლობირებს. სტატიის თანახმად, სტივ ნიკანდროსი საქართველოში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, „მეგობარი აქტს“ კი ბიზნეს გეგმის განხორციელების გზაზე დაბრკოლებად განიხილავს. ჯო უილსონის და ქართული ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებული ქმედებები ახალი არ არის „ქართული ოცნებისთვის.“ რაც შეეხება სტივ ნიკანდროს, მმართველი პარტია ბიზნესმენთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. მმართველი პარტია არც თუ ისე შორეულ წარსულში, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში ქართული მხარის კონტრიბუციაზე ამახვილებს ყურადღებას და პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოს არც ერთ პარტნიორთან დაცვა ან ლობიზმი არ სჭირდება.

მსგავსი