არეულობის მეორე დღე ვისკონსინის შტატში

არეულობის მეორე დღე ამერიკაში. ვისკონსინის შტატში, პოლიცილიელის მხრიდან ძალის გადამეტება სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის შეტაკებების მიზეზი გახდა.  საპროტესტო აქციებმა მოიცვა კიდევ რამდენიმე შტატი. მოქალაქეთა აგრესიის ახალი ტალღა ამჯერად ვისკონსინის შტატში, კვირას მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც 29 წლის აფროამერიკელ მამაკაცს, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა.  დაშავებული, რომელსაც რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, სტაბილურ მდგომარეობაშია. ქალაქ კენოშაში მოქმედებს კომენდანტის საათიც. ჯორჯ ფლოიდის რეზონანსული მკვლელობის შემდეგ, ეს უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც ვითარების გასამუხტად პროცესებში ეროვნული გვარდიის ჩართვა ხდება საჭირო.