არეულობა ლოს ანჯელესში

12:04, 10.06.2025

კალიფორნიაში არეულობა გრძელდება. უკვე მეოთხე დღეა ლოს ანჯელესში ანტისაიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები მიმდინარეობს. ამჯერად, აქციის მონაწილეები იმ ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც რეიდების დროს დაკავებული მიგრანტები ჰყავთ განთავსებული. ამ დროისთვის ადგილზე შედარებით სიმშვიდეა, თუმცა რამდენიმე საათის წინ პოლიციასთან დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ბოთლები, სხვადასხვა ნივთი და ფეიერვერკები ესროლეს. ადგილზე განთავსებულია ეროვნული გვარდიის ცოცხალი ჯაჭვი, რომელმაც მომიტინგეებს უკან დახევა აიძულა. ფედერალურმა ხელისუფლებამ ლოს ანჯელესში დამატებით ეროვნული გვარდიის კიდევ 2 000 წევრისა და 700-მდე საზღვაო ქვეითის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. ისინი დახმარებას ადგილზე მყოფ ეროვნული გვარდიის 2000-მდე პირს გაუწევენ.

მსგავსი