არეულობა ლოს ანჯელესში - დონალდ ტრამპის გამოხმაურება

ლოს ანჯელესში ეროვნული გვარდიის განლაგების გამო დონალდ ტრამპისა და თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის წინააღმდეგ კალიფორნიის გუბერნატორმა და გენერალურმა პროკურორმა სარჩელი შეიტანეს. მათი განცხადებით, ტრამპს „ქაოსის შექმნა“ სურს. სარჩელში საუბარია, რომ მთავრობას შტატის ხელისუფლებისა და რესურსების უზურპაცია უნდა. ასევე აღნიშნულია, რომ ტრამპი და ჰეგსეტი არღვევენ ფედერალურ კანონს, რომელიც ეროვნული გვარდიის განთავსებისთვის გუბერნატორის თანხმობას მოითხოვს. თავის მხრივ, კალიფორნიის გუბერნატორს აკრიტიკებს და არაკომპეტენტურს უწოდებს თავად ტრამპი, რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულია.