არეტა ფრანკლინი

18 გრემის მფლობელი, ლეგენდარული მომღერალი არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის 8 წლის განმავლობაში პანკრეასის კიბოს ებრძოდა. ცნობილი შემსრულებელი, რომელმაც კარიერის მანძილზე 75 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო, დეტროიტში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. სოულის დედოფალი, სცენას შარშან დაემშვიდობა, მას შემდეგ, რაც ექიმებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დასვენება ურჩიეს. მისი დაკრძალვის თარიღი ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება.