არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პარლამენტი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი ოკუპაციიდან 97 წლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება საერთაშოროსო თანამეგობრობას კვლავ რუსეთის საოკუპაციო მოქმედებებზე სთხოვს რეაგირებას.

საქმე ამჯერად ოკუპირებულ ცხინვალში, საეჭვო ვითარებაში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხება. საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო საზოგადოებას საკითხისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების სათანადო შეფასებისკენ მოუწოდებენ.

პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ინფორმირებულნი არიან და სწორედ ამიტომ, პარლამენტი მათგან დროულ რეაგირებას ითხოვს.

უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მომხდარი ტრაგედია განხილვის მთავარი თემა იქნება ბრიუსელში, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიემგზავრება.

ევროკავშირში საკითხის განხილვას მოითხოვს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსიც.