არჩილ ტატუნაშვილის სახლში სამოქალაქო პანაშვიდი იმართება

18:14, 21.03.2018

არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი სოფელ წილკანში, მის საცხოვრებელ სახლში იმართება.

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში დაღუპულ საქართველოს მოქალაქეს შაბათს სოფელ ქანდის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

26-დღიანი მოლოდინის შემდეგ გადმოსვენებული ტატუნაშვილის სახლში მოქალაქეების ნაკადი მთელი დღის განმავლობაში არ წყდება.

მსგავსი