არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი საპროტესტო ზომებით იმუქრება.

დაღუპულის მამა ითხოვს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუშვან და დაღუპული დროულად გადმოასვენონ. აქცია ამ წუთებში იმართება.

სოფელ წილკანში ტატუნაშვილების ოჯახს ჩვენი კორესპონდენტი ლიკა ალელიშვილი ესაუბრა.