არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღე

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს დღეს 36 წელი შეუსრულდებოდა.

ქართველი სამხედროს ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. არჩილ ტატუნაშვილის საფლავი მათ ყვავილებით შეამკეს.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი ოკუპანტებმა 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ის ცხინვალში წამების შედეგად დაიღუპა. ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მხოლოდ 20 მარტს გადმოასვენეს.

დატოვე კომენტარი