არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიასვენებენ

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დასრულდა. დაღუპულის ცხედარს ამ წუთებში მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მოასვენებენ.

არჩილ ტატუნაშვილს სამხედრო პატივით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.