არჩილ თალაკვაძის განცხადება

„ქართული ოცნება“ ხელს აწერს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი დოკუმენტში, „ქართული ოცნება“ მზადაა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი და თუ მმართველი გუნდი ამაზე ნაკლებ პროცენტს აიღებს, მზადაა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.