არჩილ თალაკვაძის განცხადება

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას აკრიტიკებს. პარლამენტის თავმჯდომარე „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს მოუწოდებს, დროულად განმარტონ, რატომ კეთდება მათი მხრიდან განცხადებები, რომ საარჩევნო ცვლილებების ჩავარდნას ელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში თალაკვაძის თქმით, დადასტურდება რომ  მათი დღის წესრიგი არის დესტაბილიზაცია და ნორმალური პოლიტიკური პროცესის ბლოკირება. თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აკრიტიკებს კენჭისყრაში არ მონაწილეობის გამო.

რა პასუხი აქვს ოპოზიციას – ანა ბროლაძე განავრცობს თემას.