არჩილ თალაკვაძის განცხადება

„პოლიტიკურ ველზე ორი ძლიერი პარტია თუ რჩება, პროპორციულ სისტემას დიდი განსხვავების მოტანა არ შეუძლია“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

წამყვანის შეკითხვაზე, რატომ დადო მმართველმა გუნდმა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა, რაც მოგვიანებით თავადვე ჩააგდო, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ივნისის მოვლენების დროს, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იყო, რაც დიდწილად ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებების შედეგი იყო. ეს ინიციატივაც ამიტომ გაცხადდა, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „თავისუფალ ხედვაში“

თავისუფალი ხედვა