არჩილ თალაკვაძემ აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზიტის ბოლო დღეს შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, ატლანტიკურ საბჭოში და მსოფლიო ბანკში გამართა.

ანალიტიკოსებთან საუბარი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებსა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებს შეეხო. საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და გაძლიერება იყო განხილვის მთავარი თემა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ მოლაპარაკებაზე.

მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრა გაიმართა მსოფლიო ბანკშიც, სადაც ქართული ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენელთა ასოციაციის წევრებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის, ასევე, შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების შესახებ ისაუბრეს.

 

დატოვე კომენტარი