არჩილ თალაკვაძე თხინვალისა და შრომის მცხოვრებლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ოზურგეთში იმყოფებოდა, სადაც პირველი საჯარო სკოლის და ინოვაციების ცენტრის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ისტორიული შენობის სრულ რეაბილიტაციასთან ერთად, სკოლის ტერიტორიაზე ინოვაციების ახალი ცენტრი შენდება. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა, დაგეგმილია სკოლის მწვანე პარკის აღდგენა.

არჩილ თალაკვაძე სოფელ თხინვალსა და შრომაშიც იმყოფებოდა, სადაც სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა.