არჩილ თალაკვაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

პარლამენტის თავმჯდომარე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ტელეკომპანიებმა „მთავარმა“ და „ფორმულამ“ უკიდურესად მიკერძოებული და პოლიტიზებული სიუჟეტი გაავრცელეს, სადაც ამტკიცებდნენ, თითქოს ის იტალიაში, კომოს ტბაზე დასასვენებლად იმყოფება. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სიუჟეტები ეთერში გავიდა ისე, რომ ინფორმაცია შემოწმებული არ ყოფილა.