არჩილ თალაკვაძე მარნეულის მცხოვრებლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად მარნეულში იმყოფებოდა. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსების, ასევე, ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება.

პარლამენტის თავმჯდომარე მარნეულში, გარდაბანსა და ბოლნისში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც შეხვდა, რომლებსაც განათლების სისტემის დაფინანსების გაზრდასა და ამ მიმართულებით, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება არჩილ თალაკვაძემ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საუბარი შეეხო საარჩევო სისტემის ცვლილებასაც. გადაწყდა, რომ შემდეგი შეხვედრა საქართველოს პარლამენტში გაიმართება.