დღესვე გაიმართა აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცის საქმის განხილვაც. მას ბრალად ედება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება. დაიკითხა ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე. მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს თავიდან ადმინისტრაციული წესით დააკავებს, მოგვიანებით კი მუხლი გადაკვალიფიცირდა, გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.