არჩილ მუსელიანცის სასამართლო პროცესი

რუსთაველზე აქციების მიმდინარეობისას, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისა და განადგურების მუხლით ბრალდებული არჩილ მუსელიანცის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.