არჩილ გორდულაძის განცხადება

გუშინდელ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი. არჩილ გოდულაძე წერს, რომ აქციის მონაწილეებს მომზადებული ჰქონდათ ტექსტი, რომელსაც ბრიუსელში, „ევრობიუროკრატების“ ცენზურა ჰქონდა გავლილი, თუმცა მას შემდეგ, რაც მედიამ „მანიფესტის“ შინაარსი გაავრცელა, მის წაკითხვაზე უარი თქვეს.

„რამდენიმე კვირის წინ, აგენტურულმა ოპოზიციამ ბრიუსელიდან მიღებული ტექსტი სიტყვა-სიტყვით რომ წაიკითხა, რომელიც ბრიფინგამდე ერთ-ერთმა მედიამ გაავრცელა, იმის მტკიცება დაიწყეს, ჩვენ დავწერეთ და ბრიუსელი არაფერ შუაშიაო.
იგივე განმეორდა ახლაც – ტექსტს კვლავ ბრიუსელში, ევრობიუროკრატების ცენზურა ჰქონდა გავლილი, თუმცა, მას შემდეგ, რაც მედიამ კვლავ წინასწარ გაავრცელა ეგრეთ წოდებული „მანიფესტის“ შინაარსი, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, საერთოდ უარი თქვეს მის წაკითხვაზე. თუმცა, მაინც წამოცდათ, რომ მისი წაკითხვა გეგმაში ჰქონდათ. ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ ტექსტში ღიად არის დაფიქსირებული დონალდ ტრამპის კრიტიკა და აღნიშნულია, რომ „დიპ სტეიტი“ მისი და „ქართული ოცნების“ ცრუ ნარატივია, რომელიც სათავეს რუსეთში იღებს!“ – წერს  გორდულაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „პრაიმთაიმმა“ გაავრცელა ეგრეთ წოდებული „მანიფესტის“ ტექსტი, რომელიც აქციის ორგანიზატორებს რუსთაველზე უნდა წაეკითხათ, თუმცა მედიაში ამ განცხადების წინასწარ გასაჯაროების შემდეგ, „პრაიმტაიმის“ მტკიცებით, აქციის ორგანიზატორებმა ტექსტის წაკითხვა გადაიფიქრეს.