არჩილ გორდულაძის განცხადება
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ხმაურიანმა პროცესებმა
ყველა პოლიტიკური მოვლენა გადაფარა. სასამართლო დარბაზში არაერთი სიტყვიერი შელაპარაკების და კამათის შემდეგ „ქართული ოცნება“ საპასუხო განცხადების გაკეთებას გეგმავს. ამჯერადაც მმართველი გუნდის პოზიციას არჩილ გორდულაძე წარმოადგენს, რომელიც პარტიების აკრძალვის საქმეზე მმართველი პარტიის ინტერესებს იცავს. მოსარჩელე მხარემ დღევანდელი სხდომის მსვლელობისას არაერთხელ აღნიშნა, რომ, სამართლებრივი არგუმენტების წარდგენის ნაცვლად, ოპონენტები პოლიტიკური შინაარსის გამოსვლებით არიან დაკავებულები. ბათუმს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.