არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის უარის მიუხედავად, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია მაინც იქმნება.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილება უკვე აისახა დღეს მიღებულ დადგენილებაში. კვოტების გადანაწილება და კომისიის დაკომპლექტება უახლოეს დღეებში იგეგმება. თუმცა საპარლამენტო ოპოზიციიდან დიდი ალბათობით ჯგუფის მუშაობაში მხოლოდ სოციალ-დემოკრატები ჩაერთვებიან. იმ არგუმენტით, რომ ყველა უბანზე წარმომადგენლები არ ჰყოლიათ, კომისიაში ჩართვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ალეკო ელისაშვილი. ჰქონდა თუ არა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივ გაყალბებას ადგილი – დასკვნის დასადებად საგამოძიებო კომისიას სამთვიანი ვადა ექნება. დიდი ალბათობით გამოკითხვაზე მისვლა და კონკრეტული ფაქტების მიტანა მოუწევთ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებსაც, რომლებიც სწორედ არჩევნების გაყალბების მოტივით პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ.

დატოვე კომენტარი