უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ახალი მოწვევის რადაში უმრავლესობით შესვლისთვის ემზადება. პარტიამ, შესაძლოა, 250-ზე მეტი ადგილი მიიღოს.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში სულ ხუთი პარტია მოხვდება. მიხეილ სააკაშვილის „ახალ ძალთა მოძრაობა“ 0,4 პროცენტით საარჩევნო ბარიერს მიღმა დარჩა.
უკრაინის არჩევნების ე.წ. მესამე ტურის შედეგების შესახებ ლევან ახალაია კიევიდან მოგვიყვება.