არჩევნების შედეგები და პოლიტიკური შეფასებები

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება.

ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ხმათა 38.64 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს კი 37.73% აქვს.

მმართველი გუნდის ლიდერები აღიარებენ, რომ ასეთი შედეგი მათ შეცდომებზე მოსახლეობის პასუხია. ხელისუფლება მეორე ტურისთვის ემზადება და პარალელურად ამომრჩევლებს მასშტაბურ ცვლილებებს ჰპირდება.

საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია ყოფილი მმართველი პარტიაც.

არჩევნების შედეგები იყო დღევანდელი ბიუროს შეკრების მთავარი თემა. სხდომამ ხმაურიანი განცხადებების ფონზე ჩაიარა.

ანა ბროლაძე გვეტყვის, რა აჩვენა 2018 წლის 28 ოქტომბერმა პოლიტიკურ სპექტრს.