არჩევნების შედეგები და პოლიტიკური პარტიების გეგმები
რა პოლიტიკური რეალობა შექმნა თვითმმართველობის არჩევნებმა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. თბილისის მასშტაბით 4%-იანი ბარიერი ოთხ პოლიტიკურ ძალას აქვს გადალახული -„ქართული ოცნების“ გარდა, მათ შორისაა: „ლელო“, „გირჩი“ და „კონსერვატორები საქართველოსთვის“. რაც შეეხება რეგიონებს – რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოებში საკუთარი წარმომადგენლების ყოლის შანსი აქვს გიორგი გახარიას პარტიას, ასევე „ლელოს“, „გირჩსა“ და „კონსერვატორებს“. ყოფილი პრემიერის და ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიები, რომლებიც მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის გამო ზეწოლის და მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცნენ, საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ბოიკოტს ამჯერად აღარ გეგმავენ და თვითმმართველობის ორგანოებში მიღებული მანდატების გამოყენებას აპირებენ.
ვის რა გეგმა აქვს ცესკო-ს წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ და რა სურათია დედაქალაქისა და რეგიონების საკრებულოებში – ანა ბროლაძე განავრცობს თემას.