არჩევნების მეორე ტური 

პოლიტიკური პროცესი გვიჩვენებს, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე მეორე ტურის ჩატარება სულ უფრო ნაკლებ ოლქში ხდება საჭირო. ეს კი სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ან ხელისუფლება გაძლიერდა, ან ოპოზიცია დასუსტდა.

საქართველოს ორ ოლქში მერობის არჩევნების მეორე ტური მეორე კანდიდატის გარეშე დარჩა. ქუთაისსა და მარტვილში მერობისთვის ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საკუთარი სურვილით გამოეთიშნენ.

12 ნოემბერს არჩევნები 6 ოლქში გაიმართება.