არჩევნების მეორე ტური - „ქართული ოცნების“ პოზიცია

ამომრჩევლებს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში აქტიური მონაწილეობისკენ, ოპოზიციურ პარტიებს კი კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს მმართველი გუნდი.  „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ვითარების არევა სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობაა. რის გამოც, მათი ოპონენტები უნდა ჩაერთონ დემოკრატიულ პროცესებში და გაითვალისწინონ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებები. ქვეყანაში არსებული 30 მაჟორიტარული ოლქიდან, საპარლამენტო არჩევნები შაბათს 17 ოლქში გაიმართება.