არჩევნების მეორე ტური - „ქართული ოცნების“ პოზიცია

ოპოზიციის ბოიკოტს მეორე ტურთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად მცდარ გადაწყვეტილებას უწოდებს.

მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ ხმის მიცემის დღეს ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იქნება. პარტიის წევრები აღნიშნავენ, რომ საარჩევნო უბანზე ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება დაცული იქნება.