არჩევნების მეორე ტური – ექვს მუნიციპალიტეტში შვიდი საჩივარი დაიწერა

15:17, 12.11.2017

ერთ თვითმმართველ ქალაქში და ხუთ ოლქში მოქალაქეები დღეს მერებს ირჩევენ. ამ დროის მონაცემებით, ექვსივე მუნიციპალიტეტში ჯამში შვიდი საჩივარი დაიწერა. დარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 76- ე საუბნო-საარჩევნო კომისიაში, სადაც გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის გვარი შეცდომით ჩაწერეს. იზოლდა ყურაშვილის ნაცვლად სიაში მისი შვილი თეონა ყურაშვილი დაფიქსირდა.

უბნის კომისიის თავმჯდომარემ პირველ არხთან განმარტა, რომ ხარვეზი აღმოფხვრილია, თუმცა ხმის მიცემის უფლება დაკარგა როგორც შვილმა, ისე დედამ. ასევე ქუთაისში, 124-ე უბანზე, კომისიის უკვე გაწვეული წევრი საარჩევნო პროცესში ჩართვას ცდილობდა.

 

მსგავსი