ვინ გახდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – „ექსპო ჯორჯიაში“ არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. კანდიდატები ირაკლი ყანდაშვილი და ირაკლი ჩომახაშვილი არიან. დღის წესრიგის მიხედვით, კენჭისყრა 19:00 საათზე დასრულდება, 21:00 საათზე კი შედეგები გამოცხადდება. პირველი ტურის კენჭისყრის შედეგად, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, რადგან ირაკლი ყანდაშვილმა 1283, ირაკლი ჩომახაშვილმა კი 1109 ხმა მიიღო.
მაკა ლაშხიას ჩართვა #მოამბე