არჩევნების მეორე ტური ადვოკატთა ასოციაციაში

ადვოკატთა ასოციაცია ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. მეორე ტურში გამარჯვებულის ვინაობა 21:00 საათზე გახდება ცნობილი. კანდიდატები ირაკლი ჩომახაშვილი და ირაკლი ყანდაშვილი არიან. მათგან ერთ-ერთი თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს. პირველი ტურის კენჭისყრის შედეგად, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ირაკლი ჩომახაშვილი ირაკლი ყანდაშილს რამდენიმე ხმით ჩამორჩა, დღეს კი ერთი ხმაც უკვე გადამწყვეტი იქნება. კენჭისყრა 10 საათზე დაიწყო და მასში მონაწილეობა 5661 დელეგატს შეუძლია.