არჩევნების მეორე ტური 13 ივნისამდე უნდა გაიმართოს

მთაწმინდაზე მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 13 ივნისამდე უნდა გაიმართოს. მოქალაქეები არჩევანს ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის გააკეთებენ.

არჩევნების პირველ ტურში მონაწილე კანდიდატები საკუთარ ამომრჩეველს ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებენ.

შავგულიძეს ღიად მხარდაჭერას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი უცხადებენ. პერსონალურად უცხადებს მხარდაჭერას შალვა შავგულიძეს დავით უსუფაშვილი.