არჩევნების მე-2 ტური ავღანეთში

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე არჩევანი გააკეთეს ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმაც.

კენჭისყრა 26 ნოემბერს მაზარ-ი-შარიფისა და ბაგრამის სამხედრო ბაზებზე გახსნილ უბნებზე გაიმართა.

ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შტაბ-ბინაში დისლოცირებულმა ასეულმა კი, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლებმა, გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით მისცეს ხმა.

ცესკო-ს ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. შედეგები უკვე საქართველოშია. მათ დათვლას ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე წუთში დაიწყებს.