#არჩევნები2021 მეორე ტურის წინასწარი შედეგები თელავში

უკვე ცნობილია თელავის 55-ვე საარჩევნო უბნის შედეგები. თელავის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები უპირისპირდებოდნენ. 4 100 ხმის უპირატესობით გაიმარჯვა მმართველი პარტიის კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა, მას ამომრჩეველთა 57- მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა, ხმების 43 პროცენტი მოაგროვა. მეორე ტურში თელავის 17-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ექვსი საჩივარია შესული.